|
2017-02-23 17:03:59, 1772 ნახვა
პოლიტიკა
კარენ კარაპეტიანი: ჩვენ მოგვენატრა ისეთი ატმოსფერო, როგორიც საქართველოში დაგვხვდა
ჩვენ სრული მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ, როგორ ავითვისოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ის გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც ნამდვილად არსებობს. ჩვენ ეს აღვნიშნეთ პირისპირ შეხვედრაზე. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ მოგვენატრა ასეთი ატმოსფერო, როგორიც აქ დაგვხვდა. ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებებს, ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონისა და პოტენციალის შესახებ. ჩვენ აქ ჩამოვედით ძმური და საქმიანი განწყობით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოლაპარაკებები იქნება ახალი სტიმული ჩვენს ურთიერთობებში არსებული პოტენციალის გამოყენებისთვის. ჩვენ გვსურს, შევქმნათ გარემო, რათა ბიზნესმენებს მიეცეთ საშუალება, ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. გაფართოებული შეხვედრისას, მხარეებმა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე იმსჯელეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას სავაჭრო-ეკონომიკურ,ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობისმნიშვნელობას სახელმწიფოების განვითარების პროცესში. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)