12:19 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 17:40:59, 1185 ნახვა

საზოგადოება
გალში ოთხოზორიას მკვლელობის საკითხსა და ბრალდებული პირის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) რიგით 43-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და ბრალდებული პირის - რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირის გათავისუფლება მოითხოვეს და მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობაზე ისაუბრეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გიორგი ლუკავას ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მდგომარეობას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ნებისმიერი ტიპის აკრძალვა, რომელიც შეზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს არამარტო გაართულებს მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას, არამედ მნიშვნელოვანწილად დააზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 21 მარტს  გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics