05:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 12:08:11, 2331 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
მთავრობა საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნების კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენს

მთავრობა საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრინ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს საქართველოს მთავრობაზე წარვადგინეთ ჯამში 17 კანონისგან შემდგარი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას. 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტებში ცვლილება, რომლის მიხედვით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა გადასულიუყო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან. ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდა მათი გასაჩივრება, შესაბამისად, რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ბოლო პერიოდის ცვლილებების შედეგად მიგვაჩნდა, რომ საფინანსო ზედახმედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში, აქედან გამომდინარე, აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას და პარლამენტს წარვუდგენთ პირველანდელი სახით იმ კანონპროექტებს, რომელიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობას“,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics