09:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 18:44:12, 1488 ნახვა

საზოგადოება
ექიმი: მამა გიორგი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა საჭიროა მისი სტაციონარში გადაყვანა

„მამა გიორგი  მამალაძე თავს უკეთ გრძნობს, თუმცა საჭიროა მისი სტაციონარში გადაყვანა“,-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი  მამალაძის ექიმმა ზაზა ლაზარაშვილმა განაცხადა.

"ჩატარდა კონსილიუმი, დაიგეგმა ზოგიერთი სპეციფიკური გამოკვლევა, რომლის ჩატარებაც შესაძლოა სხვა კლინიკაში მოხდეს. დიაგნოზი არის ფილტვების ანთება, პნევმონია, გულთან დაკავშირებით პრობლემები არ აღინიშნება", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი მესამე დღეა ჩაფიძის კლინიკაში იმყოფება. მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics