|
2017-02-20 18:37:12, 2887 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი ხიდი აშენდება
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენაზე განიხილა და მხარი დაუჭირა სასესხო შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, რომელიც სადახლო - ბაგრატაშენის ახალი ხიდის მშენებლობას შეეხება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ფინანსთან სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 6 მილიონი ევროს ღირებულების შეღავათიანი სესხი გამოუყო. ამ თანხით საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ხიდი აშენდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)