07:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 09:57:53, 2533 ნახვა

სამართალი
შსს-ს არქივმა უნიკალურ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა

ოკუპაციის მუზეუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს  არქივის მიერ, კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს გასაბჭოების პერიოდზე მომზადებული მონოგრაფიის - „მშვიდობით, ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!“ - პრეზენტაცია გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის - „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ - დირექტორი თომას შრაპელი, ისტორიკოსები, მკვლევარები, რეპრესირებულთა შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრენ.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული წიგნის  მიზანია საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის - გასაბჭოების პირველი წლების ამსახველი ისტორიული საარქივო მასალების გასაჯაროება.

მონოგრაფიის მეშვეობით,  მკვლევარებისა და მკითხველთა ფართო წრისთვის, შსს-ს არქივის ფონდებში დაცული  უნიკალური საარქივო მასალა ხელმისაწვდომი გახდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics