09:01 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 12:58:05, 1837 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა: არ ვიცით წავალთ თუ არა თბილისში მისი მდგომარეობის გასარკვევად

დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა ავთო მამალაძე აცხადებს, რომ შვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. 

როგორც ავტო მამალაძემ აღნიშნა, ოჯახს ადვოკატთან კომუნიკაცია არ აქვს და მათთვის ჯანმრთელობის გარემოებები უცნობია. 

"ტელევიზიიდან გავიგეთ ჩვენს ამის შესახებ, ჯერ თქვეს დამძიმდა მდგომარეობა, მერე სტაბილურიაო. არც გარემოებები ვიცი რა დაემართა, ადვოკატთან კომუნიკაცია არ გვაქვს.  არ ვიცნობთ და არც ის ვიცით წავალთ თუ არა თბილისში მისი მდგომარეობის გასარკვევად",- განაცხადა ავთო მამალაძემ.

მისივე თქმით, ოჯახს გიორგი მამალაძის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერა. 

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად ის კლინიკაში რჩება.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics