|
2017-02-15 12:21:23, 1132 ნახვა
საზოგადოება
ირანელი ტუროპერატორები აჭარას ეცნობიან
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ირანელი ტუროპერატორების ინფოტურს მასპინძლობს. 11 მხვილი ტურისტული სააგენტოს გენერალური მენეჯერი რეგიონს სამი დღით სტუმრობს. დღეს, ისინი სასტუმრო ინტურისტში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პირისპირ (ე.წ. B2B) შეხვედრების დაწყებამდე ირანელმა სტუმრებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებ მომზადებული პრეზენტაციაც მოისმინეს. დღესვე, ინფოტურის მონაწილეები ბათუმში არსებულ სასტუმრო ინფრასტრუქტურას გაეცნობიან. ისინი ასევე მოინახულებენ რეგიონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და მაღალმთიან აჭარას. ირანელი ტუროპერატორები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია Turkish Airlines ორგანიზებით სტუმრობენ. მიმდინარე წელს, ირანი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც ტურისტული პროდუქტების რეკლამირება გაზაფხულიდან იგეგმება. გასულ წელს, რეგიონის მიმართ დიდი იყო ირანელი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობაც. 2016 წელს, აჭარას 24 695 ირანელი ტურისტი სტუმრობდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)