04:11 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 16:55:18, 1298 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მეტროს ვაგონებში ორენოვანი რუკები განთავსდა

მგზავრთა მეტი კომფორტისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ორგანიზაცია „უბრანული ლაბორატორიის“ ინიციატივით, მეტროს ვაგონებში სამარშრუტო რუკები განთავსდება.

"პროექტის მიზანი, ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებაა. თბილისის მეტროს რუკა ორენოვანია, რუკაზე მეტროს სამარშრუტო სქემასთან ერთად დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს მარტივად დაგეგმონ მგზავრობა. რუკების განთავსება მეტროს ვაგონებში უახლოეს დღეებში დასრულდება.

მის შექმნაზე კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა. ჟიური დაკომპლექტდა ურბანისტებითა და არქიტექტორებით, ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ და ,,ურბანული ლაბორატორიის“ წარმომადგენლებით. კონკურსში მონაწილეობა  სხვადასხვა ეროვნების დიზაინერებმა მიიღეს. ჟიურის წევრებმა არჩევანი ახალგაზრდა დიზაინერზე, იანა შავგანჩუკზე გააკეთეს. მისი ნამუშევარი გამორჩეულია  დედაქალაქის ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილებისა და მეტროს სამარშრუტო სქემის სინთეზით",-აცხადებენ მერიაში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი“ და შვედეთის მთავრობა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მადლობას უხდის ორგანიზაცია „ორბელიანს“, „ურბანულ ლაბორატორიასა“ და ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics