|
2017-02-14 12:02:08, 1225 ნახვა
საზოგადოება
არქიმანდრიტი ბართლომე: პოლიტიკური სპექტრის ნაწილი სახელმწიფოსგან პრევენციის გატარების გამო ნაწყენია
თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასა და შემდგომ გაკეთებულ ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს ეხმაურება. როგორც ბართლომე ფირცხალაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პოლიტიკური სპექტრის ნაწილი სახელმწიფოსგან პრევენციის გატარების გამო ნაწყენია. მისივე თქმით, უბედურება რომ მომხდარიყო, მაშინ ის მთავრობის უნიათობას და სპეცსსამსახურებს დაბრალდებოდა: „ბოდვით შეპყრობილი ადამიანები. მთავრობის მოძულები და მოყვარულები. ნაცების ეგზალტირებული მომხრეები და ზიზღთ შეპყრობილები. ყველანი საუბრობენ ერთი თემის ირგვლივ და ეს თემა მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაა( მოწამვლა) . ზოგს ჯერა, ზოგსაც არა. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველას ჩვენი სუბიექტური ან ობიექტური შეხედულება გაგვაჩნია. სამწუხარო რეალობაში ვართ , ჩანს რომ, ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა ნაწყენია პრევენციის გატარების გამო სახელმწიფოდან. ყველა თავის ვერსიას ქმნის . იმას შორენა არ უყვარს, იმას ის და იმას ის... დადგა ბრალდებების კორიანტელი. ვიღაც ამბობს უწმიდესს არ ჯერა მოწამვლას რომ უპირებდნენო. აბა უწმიდესი რისი უწმიდესია პანიკაში თუ ჩავარდა?! პატრიარქს არ ჩვევია შიში ,იგი ყოველთვის სიმტკიცის მაგალითია. უბედურება რომ მომხდარიყო მაშინ იტყოდნენ ,სად არის უნიათო მთავრობა და მისი სპეც სამსახურებიო?! ვერც თითის გაშვერა , ვერც სხვაზე გადაბრალება, ვერც პატრიარქთან გადაღებული სურათი და ვერც მთავრობასთან თუ ოპოზიციასთან მეგობრობა , ღვთის მსჯავრისაგან ვერ იხსნის ამ ხალხს“,-წერს არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)