|
2017-02-10 14:28:37, 999 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან
ბანკის მოვალეები და „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შევიდნენ. როგორც ისინი ამბობენ, არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული და პრემიერისგან სათანადო პასუხს არ მიიღებენ. დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, საინიციატივო ჯგუფის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციაში იქნას გათვალისწინებული ნორმა, რომელიც განსაზღვრავს მინიმალური საცხოვრებელი მოცულობის თანხას, რომლის ჩამორთმევა ნებისმიერი ვალის შემთხვევაში არ შეიძლება. “ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, პრემიერ–მინისტრმა დაიწყოს ფიქრი რეალურ საკითხებზე, რომელიც ქვეყანაში არის პრობლემური ასი ათასობით ადამიანისთვის. კერძოდ, მოვალეთა პრობლემა. 250 000–ზე მეტ ოჯახს ემუქრება გამოსახლება, ამიტომ მოვითხოვთ კონსტიტუციაში იქნას გათვალისწინებული ნორმა, რომელიც განსაზღრავს მინიმალურ საცხოვრებელს ფიზიოლოგიური მოცულობის თანხისა, რომლის ჩამორთმევა არ შეიძლება ნებისმიერი ვალის შემთხევაში. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ მოვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას და განხილვას. სამწუხაროდ, იმალება პრემიერი. აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება. არ დავიშლებით მანამ, სანამ პრემიერს არ შევხვდებით”,– განაცხადა ჩხარტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)