|
2017-02-10 14:00:45, 1141 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან. 8 პოლიტიკური პარტია "რუსთავი 2-ზე" ზეწოლას და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება. 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოძრაობა "ახალი ერთობა საქართველოსთვის" ინიციატივით შეიქმნა, პერმანენტული აქციების გამართვასაც გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ უზენაესმა სასმართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით პოლიტიკურ სუბიექტებს მოძრაობამ "ახალი ერთობა საქართველოსთვის" მიმართა. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელსუფლება "რუსთავი 2"-ზე ზეწოლას მიზანმიმართულად ახორციელებს. მათი შეფასებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)