|
2017-02-08 17:10:39, 1164 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში ჩუბინაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ჩუბინაშვილისქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, გზის დაზიანებული საფარი მოიხსნა. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია ახალი ბორდიურების მოწყობა, მოიფრეზება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ასფალტისახალი საფარი. სამუშაოები, დღეს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, ჩუღურეთის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ჩუღურეთის გამგეობა 7000 კვ.მ-ზე განახორციელებს, აპრილში დასრულდება. „ჩუღურეთის რაიონში ინტენსიურად დავიწყეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები, კეთდება გზები, ტროტუარები, წესრიგდება ინფრასტრუქტურა. სხვა გამგეობებშიც აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ვხვდებით მოსახლეობას, მათთან ერთად ვიხილავთ საკითხებს, რომელიც მათ აწუხებთ, ასევე, ვაცნობთ ინფორმაციას დაგეგმილი პროექტების შესახებ და მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ მათთან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ჩუბინაშვილის ქუჩის გარდა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, ქვალონისა და ლებარდეს ქუჩებზე. 2017 წლისთვის, ჩუღურეთის რაიონში, 35 ქუჩისა და 70 ში და ეზოს მოასფალტებაა დაგეგმილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)