01:35 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 14:13:18, 2302 ნახვა

სამართალი კომენტარი
ხატიაშვილი: პატარა მურუსიძეს აირჩევენ დიდი მურუსიძეები, რაც ქვეყნის ტრაგედიაა

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დადებული ვეტოს საკითხზე პრეზიდენტი სასახლეში ამ წუთებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, სანამ პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა, მათ გიორგი მარგველაშვილს მიმართეს და ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სასამართლოს სრული "მურუსიზაცია" ქვეყნის განვითარებისთვის დამღუპველი იქნება.

ხატიაშვილმა მედიას განუმარტა, თუ რა იგულისხმა მან, სასამართლოს "მურუსიზაციაში":

"წულუკიანმა მოგვატყუა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევდნენ, როცა წარადგინა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ მესამე ტალღის კანონპროექტი, დარჩა ისე, როგორც იყო და დაუმატეს უფრო მეტი უბედურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მივმართე საქართველოს პრეზიდენტს, ანუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარე შეიძლებოდა მხოლოდ 3 პირი ყოფილიყო. დღევანდელი კანონპროექტით ეს გაუარესდა და ნახევარი შეიძლება დააკომპლექტონ სასამართლო თავმჯდომარეებისგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ანუ რა გამოდის, სასამართლოს თავმდჯომარეს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეებით აკომპლექტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამასთან, ინსპექტორი დამოუკიდებელი იქნებაო, წულუკიანი გაიძახოდა, ყვიროდა, წიოდა, ვინ ირჩევს ინსპექტორს?! ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ანუ პატარა მურუსიძეს აირჩევენ დიდი მურუსიძეები. ესაა ამ ქვეყნის ტრაგედია", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics