|
2017-02-01 16:26:00, 1004 ნახვა
საზოგადოება
ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსის პირველი ეტაპი საზეიმოდ დაიხურა
საქართველოს საელჩოს და ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთო პროექტის - ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსის პირველი სემესტრის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიტველ სტუდენტებს ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. უწყების ინფორმაციით, ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებულ სტუდენტებს სემინარის წარმატებით დასრულება ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორმა რომა კრიაუჩიუნიენემ მიულოცეს. ელჩთან შეხვედრისას სტუდენტებმა საქართველოსა და ლიტვის ეროვნული ჰიმნები და ქართული სიმღერები შეასრულეს. ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელ კურსზე სტუდენტები ქართულად საუბრისა და კომუნიკაციის უნარებს ეუფლებიან და აგრეთვე იღებენ ინფორმაციას ქართული კულტურის, ისტორიის და თანამედროვე ცხოვრების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კურსზე დასწრება თავისუფალია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)