|
2017-02-01 13:15:32, 1056 ნახვა
საზოგადოება
დავით გელაშვილი: „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში შესვლა სახიფათოა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ფრაგმენტებად ჩამოშლის საფრთხე არსებობს და იქ შესვლა ძალიან სახიფათოა. როგორც გელაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის შენობაში შესვლა აკრძალულია. „შენობაში შესვლა სახიფათოა, ის უსაფრთხო არ არის. შესაძლებელია შენობა ნებისმიერ დროს ფრაგმენტებად ჩამოიშალოს. ჩვენი სამსახურის კატეგორიული გაფრთხილებაა, რომ ამ ეტაპისთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეუძლებელია, შენობაში ვინმე შევიდეს“, - განაცხადა გელაშვილმა. სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მონაჭრეების ის ნაწილი, რომელთაც მატერიალური ღირებულების საქონელი დახლებზე ჰქონდათ განთავსებული, დილიდან შენობასთან არიან შეკრებილი. ვერცხლისა და მინანქრის ნაკეთობებზე მოვაჭრეები შენობაში შესვლასა და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ. ცნობისთვის, შენობაში გაჩენილი ხანძრის სრულად ლოკალიზებას დღეისთვის ვარაუდობენ. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 70-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)