|
2017-01-31 19:55:16, 1209 ნახვა
საზოგადოება
„ოქროს სამყაროს“ კომერციული დირექტორი: საცავებში დაცული ნაკეთობების მეპატრონეების მიერ გატანის პროცესი დასრულებულია
„ოქროს სამყაროს“ საცავებში დაცული ნაკეთობების მეპატრონეების მიერ გატანის პროცესი დასრულებულია, - ამის შესახებ „ოქროს სამყაროს“ კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, ყველა მომხმარებელმა, რომელსაც ძვირფასი ნივთები საცავებში ჰქონდა შენახული, საკუთარი ნაკეთობები გაიტანა. როგორც მან აღნიშნა, საცავებში შენახული ძვირფასეულობა ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა. "დღეისთვის ყველა პროცედურა დამთავრებულია. ხვალ დილიდან უკვე შევუშვებთ ტერიტორიაზე იმ დილერებს, რომლებსაც დახლზე ჰქონდათ შენახული ძვირფასი ნაკეთობები და ხანძარს შედარებით გადაურჩნენ. შესაძლოა დაზიანებულია ეს ნივთები, მაგრამ შესაძლებელია მათი სხვა სახით გამოყენება. ამ ეტაპზე ყველა პროცედურა დამთავრებულია. დღეისთვის საცავები გახსნილია და გატანილია ის ნივთები, რომელიც აღნიშნულ საცავებში ინახებოდა. ყველა მომხმარებელმა მოაწერა ხელი, რომ აღნიშნული ნივთები მიიღს და ისინი არ დაზიანებულა ხანძრის შედეგად", - განაცხადა ამირან მარიამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)