|
2017-01-31 12:50:55, 1353 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია ევროპარლამენტში უვიზო მიმოსვლის შესახებ კენჭისყრას დაესწრება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 31 იანვარს პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის განხილვასა და კენჭისყრის პროცედურას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები შეხვედრებს ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ანტონიო ტაიანისთან, ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ზიგფრიდ ბრაკესთან და ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან, კრისტინ დეფრენთან გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები ევროპარლამენტში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელს, მარია გაბრიელს შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ სვობოდასთან. საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს ევროპარლამენტში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს, მათ შორის, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან, სერგეი სტანიშევთან, კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან, საიედ კამალთან და სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილესთან, სანდრა კალნიეტესთან. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი დეპუტატები შეხვედრებს ევროკომისრებთან - დიმიტრი ავრამოპულოსთან და იოჰანეს ჰანთან, ასევე, ევროპარლამენტის წევრ ანა გომეშთან გამართავენ. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)