|
2017-01-30 19:15:00, 1163 ნახვა
საზოგადოება
გვენეტაძე: ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საბანკო სესხები გადაუვადონ
ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საბანკო სესხები გადაუვადონ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხი დაისვა ბანკების წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკს უნდა, რომ მსესხებლებს შუამდგომლობა გაუწიოს კომერციულ ბანკებთან იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ბანკებს აქვთ, რათა შეძლებისდაგვარად გადაუვადონ ასეთი სესხები. „კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს სიძნელეები და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ამ პირობებში შესაძლებელია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)