21:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 19:53:27, 1998 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე პრეზიდენტზე: ეს იყო სამართლებრივად და პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, შალვა შავგულიძე, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას დადებითად აფასებს და თვლის, რომ პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს, გარდა შეწყალების გამოყენების ვალდებულებისა, გამოუყენებლობისთვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა იმისა, რომ ეს იყო ჰუმანური გადაწყვეტილება და მადლობა მას ამისთვის, ეს იყო სამართლებრივად და პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება. როდესაც ამ საქმეზე საერთაშორისო ექსპერტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება, სახალხო დამცველის ოფიციალური პოზიციაც გამოჩნდა, რომ  ბრალდების საფუძვლიანობა სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს და ასე შემდეგ, როცა ასე არადამაჯერებელია ის განაჩენი და მით უმეტეს, როცა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ამ პირთა მსჯავრდება გაფლანგვის ბრალდებით იყო არასწორი, რომ ამ ადამიანებს ეს დანაშული არ ჩაუდენიათ და ახლა დააკვალიფიცირა გაცილებით მსუბუქი მუხლით, ასეთ შემთხვევაში, იმ დარჩენილი ერთნახევარი თვის ბოლომდე მოხდა, მიზანშეწონილად არ შეიძლებოდა ჩაეთვალა პრეზიდენტს. სწორედ ეს იყო ის მომენტი, როდესაც მას უნდა გამოეყენებინა შეწყალება. იქნებ ის ახალი ბრალდებაც არასწორია, როგორც წინა, 7 წლის სასჯელით. პრეზიდენტი ამ საქმის მსვლელობას აკვირდებოდა, აცხადებდა საჯაროდ, გვქონდა კიდევაც მასთან შეხვედრა და ადვოკატებისგან ღებულობდა ინფორმაციას“, - განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო უკვე დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics