22:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 17:00:50, 2633 ნახვა

ეკონომიკა
საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის ახალი სერვისები შეიმუშავა

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემისთვის ორი ახალი მოდული შეიმუშავა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სისტემას, რომელსაც აქვს მრგვალი ხე-ტყის (მორი) გადამამუშავებელ საამქროებში მიღების, გადამუშავებისა და საჭიროების შემთხვევაში, მისი უკან გატანის ელექტრონული მართვის ფუნქციები, ორი ახალი - პროდუქტისა და ნარჩენის მოდული დაემატა.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, გაუმჯობესდება სახერხ საამქროში არსებული პირველადი გადამუშავების  პროდუქტის კონტროლი, სრულყოფილად განხორციელდება ანგარიშგება, აგრეთვე, პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემდგომი ტრანსპორტირებისა და განკარგვის მონიტორინგი, რითაც პროცესი უფრო გამჭირვალე  გახდება.

სისტემა ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად შექმნა და მისი მიზნია ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული სერვისების ელექტრონული მიწოდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics