|
2017-01-24 09:58:23, 1281 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო აშშ-ის ერთგულ პარტნიორად რჩება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპს ამერიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მას გამოწვევებთან გამკლავებაში წარმატებები უსურვა. ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველო აშშ-ის ერთგულ პარტნიორად რჩება: „ძლიერი ამერიკა არის უმნიშვნელოვანესი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საქართველო იყო და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც მოიცავს არაერთ მიმართულებას. ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, დემოკრატიის კონსოლიდაცია, ხალხთაშორისი ურთიერთობები და ამ ქარტიის ფარგლებში საქართველო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისათვის, რომ ორმხრივად ხელსაყრელი შედეგები მივიღოთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის დადებითი შედეგების. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან ამერიკა იყო და დღემდე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდება“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)