09:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 15:18:56, 1088 ნახვა

საზოგადოება
იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ იტალიური მედია წერს. 

მედიის ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცის ცხედარი სკვერში იპოვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე მამაკაცი მეუღლესთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ შელაპარაკება სწორედ ამ წვეულებაზე მოხდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებიც იყვნენ.

ადგილზე სადაც მამაკაცი ნახეს, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ 45 წლის მამაკაცი სხვაგან მოკლეს და გვამი სკვერში მიიტანეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

მომხდარი ფაქტი "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, საელჩო და საკონსულო ინფორმირებულია.

"გარდაცლილის ოჯახის წევრები შემოიტანენ განაცხადს, რის შემდეგადაც გადმოსვენების პროცედურა დაიწყება", - აცხადებენ სამინისტროში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics