09:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 14:31:04, 1363 ნახვა

საზოგადოება
თემურ თორდინავა: 2017 წლიდან საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაიზრდება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თემურ თორდინავას განცხადებით, 2017 წლიდან საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაიზრდება და სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდება.

როგორც თორდინავამ აღნიშნა, ხელფასების მატება გარდაუვალია, რადგან სააგენტოს ამას კანონი ავალდებულებს.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში თანამშრომლების 87%-ს ხელფასი 5%-იდან - 20%მდე უკვე გაეზარდა. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მატება ძირითადად ყველაზე დაბალი ანაზღაურების მქონე აღმზრდებელბს შეეხო.

თორდინავამ ხაზი დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაუსვა. 

დირექტორის განმარტებით, გასული წლის განმავლობაში 7 ახალი ბაღი უკვე აშენდა, მიმდინარე წლის ბოლომდე კი 10 სკოლამდელი დაწესებულების გახსნა იგეგმება.

ასევე, საფუძველი 8 ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება.

ამასთან, თორდინავა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, პარტია აპროტესტებს მენეჯმენტსა და აღმზრდელების ხელფასების დიდ სხვაობას. 

„ამაში უცხო არაფერია, დიახ, მე ხელზე ვიღებ 2500 ლარს, რაც ფიქსირებულად 3125 ლარია. არ არის გასაკვირი, მითუმეტეს თუ შევადარებთ აღმზრდელის ხელფასს, მმართველ რგოლს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე აღმზრდელს, ეს არის ჩვეულებრივი მენეჯმენტის სურათი“,- განაცხადა თორდინავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics