|
2017-01-23 14:22:02, 1290 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მანანა კობახიძემ მიუკერძოებლობა, ობიექტურობა უნდა უზრუნველყოს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, მანანა კობახიძემ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, რათა მისი მოსამართლეობა მუდმივი პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ გახდეს. „ვფიქრობთ, ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე, თავისი პროფესიონალიზმით გამორჩეული, ასევე ის უზრუნველყოფს და ვალდებულია უზრუნველყოს, მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს ვინმეს კითხვის ნიშნები და არ იყოს მისი მოსამართლეობა მუდმივი სპეკულირების საგანი. ამის გარანტიები რომ არ არსებობდეს, ამ შემთხვევაში ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, რადგან ის ყველაზე მაღალი ალბათობით მოიპოვებს უმრავლესობის მხარდაჭერას. კანონით გათვალისწინებული არანაირი ინტერესთა კონფლიქტი აქ არ იკვეთება, შესაბამისად, კანონის ყველა წესით დადგენილი პროცედურით იქნება მისი არჩევა უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ მანანა კობახიძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს, ეს საკითხი კომიტეტებს 1 კვირაში გადაეცემათ. ამის შემდეგ კი, პლენალურ სხდომაზე განიხილავენ. შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურაზე შეჯერდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)