|
2017-01-23 12:12:53, 1313 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „გაზპრომის“ საკითხზე მმართველ გუნდს დებატებში იწვევენ
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „გაზპრომის“ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობას დებატებში იწვევევენ. განცხადება ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა. როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე 8 თებერვალს „გაზპრომის“ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. „მას შემდეგ, რაც კალაძე არ მოვიდა უმცირესობასთან შესახვედრად საკანონმდებლო ორგანოში, ამის შემდეგ მოვითხოვეთ პოლიტიკური დებატები. პასუხი უნდა გაეცეს თუ რატომ მიიღო ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“, - განაცხადა სერგო რატიანმა. პოლიტიკოსის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობა დებატებზე უარს იტყვის, შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან იქნება მიღებული. ამასთან, რატიანი მათ სამოქმედო გეგმებზე არ საუბრობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)