|
2017-01-21 18:02:46, 1249 ნახვა
პოლიტიკა
სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ანა დოლიძე უჩა ნანუაშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის" შესახებ კანონში შეტანილი ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადმოეგზავნა. „ჩვენ განვიხილეთ სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის" შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და ის, თუ რა გავლენას მოახდენენ ისინი სასამართლო სისტემაზე", - განაცხადა ანა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტის დავალებით საპარლამენტო მდივანმა აღნიშნული რეფორმის შესახებ კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე მოისმინა ადვოკატთა ასოციაციისა და კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)