|
2017-01-19 22:22:45, 1321 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მხარეებმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-ხორვატიის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკის, კულტურის, უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის არსებულ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე და მისი განვითარების აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ხორვატ კოლეგას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით. საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ისაუბრეს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხორვატი კოლეგა საქართველოში მოიწვია. დავოსში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)