08:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 19:30:30, 1860 ნახვა

საზოგადოება
იმერეთში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა - 40 წლის მამაკაცი გოგონას ცოლად მოყვანას გეგმავს

იმერეთის რეგიონში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაცით, მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა. 

აღნიშნული ფაქტი "ექსპრესნიუსს" განათლების სამინისტროში დაუდასტურეს. 

არსებული ინფორმაციით, ოჯახს მამაკაცთან პრეტენზია არ აქვს და 40 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას ცოლად მოყვანას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი ორსულადაა. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მანდატურს 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics