|
2017-01-19 19:05:31, 1242 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფირმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორში არსებულ პოტენციალსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობისგაღრმავების პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციის პროცესებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების კუთხით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას. შეხვედრას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)