|
2017-01-17 16:40:40, 1629 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სერიოზული საქმის კეთების მცდელობა მექნება
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში აუცილებლად დაბრუნდება. როგორც უსუფაშვილმა „TV პირველთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძალიან სერიოზულ ადამიანებთან ერთად, სერიოზული საქმის კეთების მცდელობა ექნება. „პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება. დიახ, მე დავბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში აუცილებლად. თუმცა, შესაძლოა, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემი დაბრუნება არ სურთ აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ მათაც მივმართავ და ვეტყვი, რომ აუცილებლად დავბრუნდები. ეს იქნება სწორედ იმ სქემით რაც მე განვაცხადე დაახლოებით თვენახევრის წინ, რომ მექნება ძალიან სერიოზული მცდელობა სერიოზულ ადამიანებთან ერთად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სერიოზული საქმის კეთების. ამისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტზე მიდის ფიქრი და მუშაობა. ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანის თანადგომა, სინამდვილეში ამისთვის ვიყენებ შვებულებას და არა დასვენებისთვის. პოლიტიკური პროცესები თავისი კანონზომიერებიებებით ხასიათდება, ჩვენ ვართ პოსტ საარჩევნო ეპოქაში. პოლიტიკური კითხვა იმის შესახებ თუ ვინ მართავს ქვეყანას იქნა პასუხგაცემული გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, ამიტომ ჩვენ ყველა ვინც ძალიან კმაყოფილი ან ძალიან უკმაყოფილო ვართ არჩევნების შედეგებით, უნდა შევეგუოთ იმ რეალობას, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკური მართვაც „ქართული ოცნების“ ხელშია და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)