|
2017-01-16 15:22:43, 1249 ნახვა
პოლიტიკა
ახალმა ფრაქციებმა თბილისის საკრებულოს რეგისტრაციისთვის ოფიციალურად მიმართეს
თბილისის საკრებულოში ახალმა ფრაქციებმა რეგისტრაციისთვის საკრებულოს თავმჯდომარეს და კომისიებს ოფიციალურად წერილობით მიმართეს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მათ საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს ფრაქციის რეგისტრაციის მოთხოვნა, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომის შემდეგ გაეგზავნა. როგორც ნდირაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება და ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. „ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ დატოვა ნაციონალური მოძრაობა და შეუერთდა გიგა ბოკერიას მცირე ჯგუფს. შესაბამისად, ახალი სახით ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობა. ახალი შემადგენლობით ნაციონალური მოძრაობა საკრებულოშიც და საქართველოშიც ვრჩებით მთავარ ოპოზიციურ ძალად და ვაგრძელებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ვიქნებით ყველაზე აქტიურები კვლავ და კვლავ და გვექნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თქმით კი, ისინი ენმ-თან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. "ჩვენ კოლეგიალურად და ურთიერთ შეთანხმებით გვექნება ერთი მიზანი და ეს მიზანი იქნება ბრძოლა უკეთესი თბილისისათვის, ბრძოლა იმ უნიათო მმართველობის წინააღმდეგ, რომელსაც ნარმანია და მისი გუნდი ახორციელებს", - აცხადებს ახვლედიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)