|
2017-01-16 14:44:46, 1418 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ხაზი გაესვა აქტიურ ხალხთაშორის და რეგიონულ კავშირებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, დურსუნ გასანოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)