|
2017-01-13 13:50:32, 1713 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ დაერქვა
საპარლამენტო ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა" სახელწოდება შეეცვალა და „ევროპული საქართველო“ დაერქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფრაქციის სხდომაზე მიიღეს. რაც შეეხება ფრაქციის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობაზე სერგო რატიანი აირჩიეს. მანამდე თავმჯდომარის პოსტს ნიკა მელია იკავებდა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა. „ფრაქციის სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი იყო გათვალისწინებული. პირველი: ფრაქციას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „ევროპული საქართველო“. შესაბამისად, შეიცვალა ფრაქციის ხელმძღვანელობა და ამ ფრქციის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგო რატიანი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ სხვა გადაწყვეტილებები გვექნება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ ვიმსჯელეთ უმცირესობის ფორმატით და ენერგეტიკის მინისტრთან გაზპრომის საკითხზე შეხვედრა ვითხოვეთ. ასევე, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა მეორე ფრაქციასთან დაკავშირებით - წევრებში იქაც ცცვლილებებია და ამაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. შეგახსენებთ, გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 59-მა წევრმა დატოვა. მათგან 21 პარლამენტის დეპუტატია.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)