|
2017-01-13 13:11:04, 987 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ პარტიის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, პარტია ახლა 20 იანვრის ყრილობაზეა ორიენტირებული. „ყოფილი ჩვენი თანაგუნდელები, მათი გუშინდელი განცხადების შემდეგ, ასე შემიძლია ვუწოდო, ძალიან დიდ დროს უთმობენ მათი პირველივე დამოუკიდბელ ი, პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას ადგილების დანაწილებას. ჩვენთვის ეს არ არის ამოსავალი წერტილი და შესაბამისად, არ მივიღებთ მონაწილეობას არც ფრაქციის სხდომაში. ჩვენ ახლა ვართ ორიენტირებული, რომ ძალიან ფართომასშტაბიანი ყრილობა ჩავატაროთ 20 იანვარს“,-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. ამასთან, ფრაქციის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია. ცნობისთვის, პარლამენტში ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წევრები ფრაქციის სხდომას მართავენ.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)