|
2015-03-27 15:25:12, 589 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან ტედ უაითსაიდთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნატოს შორის სახალხო დიპლომატიის საკითხებზე თანამშრმლობის პერსპექტივები და ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა უკრაინაში და მთლიანად რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში ნატოს წევრ ქვეყნებთან სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ერთობლივი ძალისხმევის მობილიზებას. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ალიანსის აქტიური მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ტედ უაითსაიდმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ სამაგალითოდ გაწეული სამსახური. ამასთან, მან დადებითად შეაფასა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)