2017-01-09 21:43:54, 2635 ნახვა
მსოფლიო
სირიაში, ერთ-ერთ სასამართლოსთან განხორციელებულ აფეთქებას, სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ააზაზში აფეთქებას სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა, ამის შესახებ BBC იუწყება.
მათი ცნობით, აფეთქება ქალაქის სასამართლოს შენობასთან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სასამართლოს შენობასთან ავტოსადგომზე მდგარ მანქანაში იყო ჩამონტაჟებული.
თურქული სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით კი ააზაზში აფეთქებას 60 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რამდენიმე სირიელი ამბოხებული, დანარჩენი კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
ცნობისთვის, თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ააზაზს სირიელი ოპოზიციონერები აკონტრლებენ. ქალაქი სირიის თავისუფალი არმიის მთავარი დასაყრდენია.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ააზაზის დაკავება რამდენჯერმე სცადეს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან