14:33 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-08 10:33:03, 2015 ნახვა

Lifestyle
ლევან გაჩეჩილაძის შვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობდა

ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ  ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ  ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობდა, - ამის შესახებ რატი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ის თავად აპირებს შესაბამის უწყებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდეს. 

„ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა, იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ. ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა. ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში“, - წერს რატი გაჩეჩილაძე. 

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. ნიკა გვარამიას თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებიტ გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლი მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics