23:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 10:40:27, 1160 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობის კანდიდატებს - ნინო ზაუტაშვილსა და ვასილ მაღლაფერიძეს დღეს მოუსმენენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ორ კანდიდატს- ნინო ზაუტაშვილსა და ვასილ მაღლაფერიძეს დღეს მოუსმენენ.

11:00 საათზე გასაუბრება ვასილ მაღლაფერიძესთან იქნება, 13:00 საათზე კი- ნინო ზაუტაშვილთან.

გასაუბრების პირველი ეტაპი გუშინ დასრულდა. საკუთარი გეგმები ბორდს თინათინ ბეერძენიშვილმა, ნათია კუპრაშვილმა და ზაალ ანჯაფარიძემ გააცნეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:  ზაალ ანჯაფარიძე - 6, ვასილ მაღლაფერიძე - 6 , ნინო ზაუტაშვილი - 5,  თინათინ ბერძენიშვილი - 8,  ნათია კუპრაშვილი - 8.

საბოლოო კენჭისყრა  6 იანვარს გაიმართება. რვაკაციანი ბორდი, ფარული კენჭისყრით, ახალ გენერალურ დირექტორს აირჩევს.  ასარჩევად  საბჭოს მინიმუმ ხუთი ხმაა საჭირო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics