|
2017-01-03 12:20:56, 1107 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლეში პატარებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
პრეზიდენტის ნაძვის ხეზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომპაქტური დასახლებებიდან დევნილ ბავშვებს და ადმინისტრაციის თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხე დევნილი ბავშვებისთვის ტრადიციულად პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მორთო. საბავშვო მუსიკალური წარმოდგენა „საახალწლო ნაძვის ხე“ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გამართა. საყვარელი ზღაპრის პერსონაჟებმა პატარებს საახალწლო სანახაობა შესთავაზეს. ბავშვებისთვის ახალი წლის მისალოცად საახალწლო ნაძვის ხესთან პრეზიდენტიც ჩამვიდა. „ძალიან გვიხარია ახალი წელი მეც და განსაკუთრებით ბავშვებს, კონცერტიც ალბათ მოგეწონათ. ის გაგრძელდება და იქნება ძალიან მაგარი წელი“,-აღნიშნა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის ნაძვის ხე 3-4-5 იანვარს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)