23:23 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-03 10:28:03, 1452 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ თბილსერვისის, მეტროპოლიტენისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

თბილისის მერი ოჯახთან ერთად ვარდების მოედანზე საახალწლო კონცერტს დაესწრო, კონცერტის შემდეგ დავით ნარმანიამ ახალი წელი პირადად მიულოცა მათ, ვინც დღესასწაულის მიუხედავად, ახალი წლის ღამეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე თბილისის მერის მოადგილეები, გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი იმყოფებოდნენ. 

თბილისის მერმა პირველად ახალი წელი "თბილსერვისისა" და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს მიულოცა, შემდეგ კი საახალწლო საჩუქრები თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს გადასცა.

„მინდა ყველას მივულოცო 2017 წლის დადგომა. წარმატებების, ბედნიერების და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წელიწადი ყოფილიყოს. 2016 წელი დასრულდა ისე, რომ მაქსიმალური წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ 2017 წელი თითოეული ჩვენგანისთვის იყოს უკეთესი წელიწადი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics