16:01 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 22:10:05, 2820 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: ლარი დაბრუნდა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციას შეესაბამება

ლარი დაბრუნდა იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა. 

პრემიერის განცხადებით, ლარის გაუფასურება არავისთვის არის კარგი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეებს სესხები აქვთ ლარში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპონენტები ცდილობდნენ, რომ ლარის გაუფასურება დაეკავშირებინათ იმ ნაბიჯებთან, რომელიც მთავრობამ ე.წ. ლარიზაციის გეგმის სახით გამოაცხადა. 

"რა თქმა უნდა, როდესაც შემოსავლები გაქვს ეროვნულ ვალუტაში, ძალიან მძიმედ ურტყამს, ჩვენს მოსახლეობას და ასევე ბიზნესს, რომელსაც ანალოგიურად სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი ლარში, ეროვნული ვალუტის გაუფასურება. 
ლარი დაბრუნდა იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ბრალიც დავდო იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ქმნიდნენ ამ აჟიოტაჟს. ის 0,15 თუ 0,20 , რომლითაც ლარი გაუფასურდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში და შემდეგ დაბრუნდა მაჩვენებელზე, ეს იყო მთლიანად აჟიოტაჟური კომპონენტი. ეს ცხადიც არის, დღევანდელ დღეს ლარი გარკვეულ დონეზე არის დასტაბილურებული. ამ მაჩვენებელში, რომელიც დღეს გვაქვს, არ არის ემოციური კომპონენტი. ეს არის პირდაპირ, ფუნდამენტურად გამომხატველი იმ სიტუაციის და პარიტეტის, რაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს - ეს არის თურქული ლირა, უკრაინული გრივნა, რუსული რუბლი თუ სხვა", - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics