|
2016-12-29 13:06:08, 1030 ნახვა
საზოგადოება
N5 დაწელებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში „ქუჩის ბიჭებმა“ და ზურაბ დოიჯაშვილმა წინა საახალწლოდ კონცერტი გამართეს. მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი ჰიტები შეასრულეს და მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ღონისძიებაზე მსჯავრდებულებმა ზურაბ დოიჯაშვილთან ერთად მუსიკალური ნომერიც შეასრულეს. მომღერალმა ზურაბ ხაჩიძემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კონცერტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ,,სურვილი გვქონდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად გაგვეკეთებინა ერთობლივი ღონისძიება და წინასწარ მიგველოცა მსჯავრდებულებისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი, სიმღერით გამოგვეხატა მათდამი დამოკიდებულება და სიყვარული. მინდა სამინისტროს კონცერტის ორგანიზებისთვის მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა ზურაბ ხაჩიძემ. N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს მსჯავრდებულების საზოგადოებაში ინტეგრაციას. წინა საახალწო ღონისძიება N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)