|
2016-12-28 15:45:57, 902 ნახვა
საზოგადოება
გორში 2017 წელს ბინა 509 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ხუბულურმა და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილი გორში, 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, გორში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დასრულდება და ახალ ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გორში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება 2017 წლის 3 იანვარს დაიწყება. მშენებლობის პარალელურად, გორში თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. ხუთსართულიან კორპუსში 29 ბინაა, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ტურბაზის ჩასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. ორივე მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)