16:24 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-25 10:44:51, 1158 ნახვა

საზოგადოება
კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს

კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს.

რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა გვიან ღამით ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესა აღავლინა. ღვთისმსახურებას ათასობით ადამიანი დაესწრო.

ყველაზე მასშტაბურად კათოლიკური შობა ბეთლემში აღინიშნება, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე  იშვა. ტრადიციულად, ზეიმის ცენტრად შობის სახელობის ეკლესია იქცევა. მორწმუნე კათოლიკეების წინაშე იერუსალიმის პატრიარქი წარსდგება.

კათოლიკურ შობას ზეიმობენ საქართველოშიც. თბილისში რამდენეიმე კათოლიკური ეკლესიაა, სადაც საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები იკრიბებიან და სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ესწრებიან. 

საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შემდეგ მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა.

დღეისათვის მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics