16:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 18:21:18, 1756 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ქართველი ნაციონალისტების მორიგი აქცია გაიმართა

თბილისში, „რუსთაველის“ მეტროსთან, ქართველი ნაციონალისტების ჯგუფმა „ქართული ძალა“ აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი უცხოელი ლტოლვილების მიღების წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

მემარჯვენე იდეოლოგიის ადამიანები ნიღბებში,  შავ და სამხედრო ფერებში იყვნენ გამოწყობილი.

„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ პატივი ვცეთ იმ იდეას, რომელიც გვაერთიანებს, პატივი ვცეთ ჩვენს წარსულს, შევცვალოთ აწმყო და გავუღოთ კარი ნათელ მომავალს, სადაც ქართველი იქნება მეტად დაფასებული ვიდრე ნებისმიერი სხვა ეროვნების წარმომადგენელი. ჩვენ ვიბრძვით რათა შევცვალოთ აწმყო, სწორედ ამ აწმყოშია უამრავი პრობლემა, გვართმევენ იდენტობას და ცდილობენ აღრიონ ჩვენი წმინდა სისხლი სხვა ერებთან. მე არ ვქადაგებ ეროვნულ შუღლს, პირიქით, მე მინდა რომ ყველა ერმა შეინარჩუნოს საკუთარი მე და არ დაკარგოს იდენტობა“, - განცხადა სიტყვით გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics