|
2016-12-21 18:26:32, 1282 ნახვა
პოლიტიკა
„იმედი“: სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი დაითხოვეს
სამხედრო პოლიციიდან დღეს 100-მდე თანამშრომელი დაითხოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამხედრო პოლიცია დღეს 100-მდე თანამშრომელს დაატოვებინეს. შეხვედრაზე, სამხედროებს განუმარტეს, რომ უწყება კადრებს ამცირებს. რეორგანიზაციის შესახებ ინფომაცია გენერალურ შტაბშიც დაადასტურეს. შეხვედრის შემდეგ გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათთვის იყო მოულოდნელი და უსამართლო. მათი თქმით, გათავისუფლება ხელმძღვანელობამ სამხედრო პოლიციაში ოპტიმიზაციით და კადრების შემცირებით ახსნა. "ერთი ხელის მოსმით, ასე უცაბედად, საახალწლოდ დაგვტოვეს ამდენი ხალხი ულუკმაპუროდ. განმარტეს, რომ ჩვენი შტატები საერთოდ გააუქმეს". - განაცხადა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა. გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, რეორგანიზაცია აუცილებლობამ მოითხოვა. შემცირების ერთ-ერთი მიზეზი კი გაბერილი შტატები იყო. შალვა ჯაბახიძის განმარტებით, ცვლილებები ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკას არ უკავშირდება, რადგან რეორგანიზაცია სამხედრო პოლიციაში მთავრობის განცხადებამდე დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)