|
2016-12-17 19:11:42, 2905 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი ჟურნალისტს: "კოცნები გაუგზავნეთ" თქვენს კორუმპირებულ მფლობელს
უკრაინულ პოლიტიკურ თოქ-შოუში "Шустер LIVE" ჟურნალისტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა გახდა, რომლის თანახმადაც ყოფილ გუბერნატორს ბევრი პოპულისტს ეძახის. მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ განცხადებაზე საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა და ჟურნალისტთან პოლემიკაში შევიდა. სიტყვით გამოსვლის დროს, ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს გამყიდველი უწოდა და აღნიშნა, რომ კორუმპირებული ჟურნალისტები უკრაინაში ბევრნი არიან, მაგრამ მათი არ ეშინია. "პირდაპირ გეტყვით, რომ ისეთი გამყიდველი ჟურნალისტები, როგორიც თქვენ და თქვენი მფლობელები ხართ, პოპულისტი რამდენიც არ უნდა მეძახოთ, ამას სერიოზულად გეუბნებით, ვერ დამალავთ იმ ფაქტს, რომ მე პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთადერთი პრეზიდენტი ვიყავი, რომელმაც არ დაუშვა კორუფცია, ვერ დამალავთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდე, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადები 60%-ით შევამცირე. რაც გინდათ, ის დამიძახეთ, მაგრამ ჩემზე ჩემი გაკეთებული საქმეები მეტყველებს, თქვენ მე ვერ გამაჩუმებთ, ვერ მომატყუებთ, არც კორუმპირებული მინისტრების მეშინია და არც კორუმპირებული ჟურნალისტების", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი. მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას თავის სიტყვა გააგებინოს. "მე ყველგან შევალ, სადაც ისვრიან, სადაც სხვები არ მივლენ, მათ შორის თქვენ, იმიტომ, რომ გეშინიათ და იმიტომ, რომ თქვენი კორუმპირებული მფლობელები ამას გეტყვიან. მე არავის და არაფრის არ მეშინია. მადლობა ღმერთს მე მაქვს ჩემი Facebook-ი, მყავს მომხრეები, მადლობა ღმერთს, რომ უკრაინაში არსებობენ არაკორუმპირებული ჟურნალისტები, რომლებიც მე დამიდგებიან გვერდით და გააშუქებენ ყველაფერს რაც ხდება. სად იყავით თქვენ, როდესაც ჩემთან მოვიდა BBC, CNN, Deutsche Welle?! თქვენ რატომ არ დაინტერესდით იმით, მე რას ვამბობ ან რას ვაკეთებ?! თქვენ ამბობთ, რომ მე ცირკს ვაწყობ, რატომ არ მინახიხართ ჩვენს არცერთ შეკრებვაზე?! წინასწარ იცოდით, რომ ცირკს მოვაწყობდი?!", - მიმართა ყოფილმა გუბერნატორმა ჟურნალისტს. აღნიშნული განცხადებების შემდეგ ჟურნალისტს მიეცა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილისთვის პასუხი გაეცა, რაზეც მან აღნიშნა, რომ ცირკი ახლაც გრძელდება, ბოლოს კი "კოცნა გაუგზავნა". ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კი უპასუხა, რომ კოცნები თავისი საინფორმაციო კომპანიის უფროსს გაუგზავნოს. "კოცნებს, მე ნუ მიგზავნით. კოცები გაუგზავნეთ თქვენს მფლობელს. მე და თქვენ არც მეგობრები ვართ და არც თაყვანისმცემლები", - მიმართა სააკაშვილმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)