09:23 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 14:52:01, 1593 ნახვა

საზოგადოება
ელექრტრონული პირადობის მოწმობის პინ კოდის აღდგენა ბარათის შეცვლის გარეშე იქნება შესაძლებელი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თუ მოქალაქე ელექრტრონული პირადობის მოწმობის პინ კოდს დაკარგავს, რომლის გარეშეც ელექტრონულ ხელმოწერას ვერ განახორციელებს,მისი აღდგენა ბარათის შეცვლის გარეშე იქნება შესაძლებელი.

აღნიშნულს ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტისთვის შესათავაზებლად დღეს დაამტკიცა.

პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულ სერვისს სესრვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეებს გაზაფხულზე შესთავაზებს:

 „დაახლოებით 1 მილიონის ღირებულების ინვესტიციაა სერვისების განვითრების სააგენტოს მიერ ჩადებული, უკვე შესაბამისი სერთიფიკატების და სხვა ტექნიკური ინსტრუმენტების შესაქმნელად, რა თქმა უნდ დამატებითი ინვესტიცია ჩაიდება იუსტიციის სამინისტროს სისტემის მიერ იმისთვის, რომ მობილური ტელეფონის აპლიკაცია მომავალ წელს უკვე ამუშავდეს, რათა მობილური ტელეფონიდან ჩვენ შევძლოთ ელექტრონული ხელმოწერაც და არაერთი ელექტრონული სერვისის განხორციელება. თუ პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, ჩვენ ელექტრონული მმართველობის კუთხით კიდევ უფრო კარგი მაჩვენებლები გვექნება, და გაადვილებული იქნება უსაფრთხო ელექტრონული ტრანზაქციები ჩენს ქვეყანაში”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics