07:59 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 11:05:45, 1053 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის მომენტალურ გათამაშებაში 1400-ზე მეტი ფულადი პრიზი გათამაშდა

თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ფინალურ გათამაშებამდე სულ ცოტა დრო რჩება.  მათ ვინც, 31 დეკემბრამდე თიბისი ბანკის ციფრული სერვისებით ისარგებლებენ, აქვთ უნიკალური შანსი, ახალი წლის ღამეს სუპერპრიზი ბინა გუდაურში და ტური ევროპის ნებისმიერი მიმართულებით მოიგონ.

ფინალურ გათამაშებამდე, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მომენტალურ გათამაშებაში ჩაერთონ და ფულადი პრიზები და სუპერპრიზის ბილეთები მოიგონ. ამ დროისთვის ელექტრონულად,  შემთხვევითობის პრინციპით 1400-ზე მეტი ფულადი პრიზი გათამაშდა (5 000, 500, 100, 50, 20, 10, და 5 ლარიანი ფულადი პრიზები) და საპრიზო ფონდმა 31 500 ლარზე მეტი შეადგინა. მომენტალურ გათამაშებაში მონაწილეობა მომხმარებლებს 31 დეკემბრამდე შეუძლიათ.
 
გათამაშებაში  მონაწილეობა მარტივია. ის მომხმარებლები, რომლებიც ინტერნეტ და მობაილბანკით ნებისმიერ ტრანზაქციას განახორციელებენ, გათამაშებაში ავტომატურად ერთვებიან. რაც უფრო მეტ ტრანზაქციას განახორციელებენ ან შეიძენენ სხვადასხვა სახის პროდუქტს ინტერენტ და მობაილბანკით, უფრო მეტი შანსი აქვთ მოიგონ მომენტალური ფულადი პრიზები, დააგროვონ სუპერპრიზის გათამაშების ბილეთები და  გახდნენ  სუპერპრიზის მფლობელები.  მობაილბანკით სარგებლობისას, სუპერპრიზის გათამაშების ბილეთების რაოდენობა ორმაგდება.
 
სუპერპრიზების - ბინა გუდაურში და ტური ევროპის ნებისმიერი მიმართულებით მფლობელები 31 დეკემბერს, 20:16 წუთზე გამოვლინდებიან.

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics